მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლას თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იწყებენ

15 სექტემბერი 2022, 12:05 542 ნახვა

ბელგრადში მიმდინარე მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატში დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავენი ჩაებმებიან, მონაწილეთა შორის კი სრულად დაკომპლექტებული საქართველოს ნაკრებიც იქნება. პირველ დღეს 70, 79, 86 და 125 კილოგრამების ფალავნები იჭიდავებენ. ხალიჩაზე ზურაბ იაკობიშვილი, ვლადიმერ გამყრელიძე, ტარზან მაისურაძე და გენო პეტრიაშვილი გავლენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში