ევროკავშირი მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას

15 სექტემბერი 2022, 17:34 428 ნახვა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების მონაცემები დააზუსტა. 12 სექტემბერს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეტაკებების შედეგად 71 აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურეა დაღუპული. უწყება გარდაცვლილთა სრულ სიასაც აქვეყნებს. 12 სექტემბერს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრის გასწვრივ შეტაკებები მოხდა. შედეგად ორივე მხარეს არიან დაღუპულები. სომხეთის ინფორმაციით, დაღუპულია 105 ადამიანი. მხარეები დაძაბულობის ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში