აჭარის უმაღლეს საბჭოში ბიუროს სხდომა გაიმართა. ბიუროს წევრებმა მხარი დაუჭირეს ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის სამი კვარტლის ანგარიშის კომიტეტებში განხილვის გადაწყვეტილებას. ასევე ბიუროს გადაწყვეტილებით ხვალ უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარული სესია გაიმართება, სადაც ორი ახალი წევრის ნადიმ ვარშანიძის და ილია ვერძაძის უფლებამოსილება უნდა ცნონ. ისინი მამუკა თურმანიძის და ვახტანგ ბერიძის ადგილმონაცვლეები არიან რომლებიც თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ქედის და ხულოს მერებად აირჩიეს.