ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები დედაქალაქში, შეხვედრებს განაგრძობენ. დაგეგმილია პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან აუდიენცია, როგორც ოპოზიციასთან ისე მმართველ პარტიასთან.
ამ წუთებში კი ხვდებიან პარლამენტის თავმჯდომარეს. ვიზიტის მიზანი ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პროცესებზე მოსაზრებების გაცვლაა ,რომელიც როგორც ცნობილია აისახება PACE ანგარიშში.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია გუშინ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და მედია ექსპერტებს შეხვდა.