ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები დედაქალაქში, შეხვედრებს განაგრძობენ. დაგეგმილია პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან აუდიენცია, დღის მეორე ნახევარში დელეგაციის წევრებს უმასპინძლებენ ფრაქცია ქართული ოცნების წარმომადგენლები.
მანამდე კი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ. მხარეებმა ჩატარებულ 2024 წლის საპარლამენტო , ასევე თვითმმართველობის არჩევნებსა და პარლამენტის მიერ მიღებულ კანონმდებლობაზე ისაუბრეს.
ასევე, განიხილეს უმრავლესობის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში სამი ოპოზიციური პარტიის ანტიკონსტიტუციურობასთან დაკავშირებული სარჩელის შეტანის საკითხი.