საკადრო ცვლილებები ბათუმის  საკრებულოში

10 ნოემბერი 2025, 14:55 238 ნახვა

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს  ახალი  მოადგილე ჰყავს, ირაკლი  თავდგირიძე, რომელიც  წინა სხდომაზე აირჩიეს,  ლევან დავითაძემ ჩაანაცვლა, იგი დღეს ფარული  კენჭისყრით, 21 ხმით აირჩიეს. ასევე ახალი თავმჯდომარე ჰყავს  განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიას,  ასევე ახალარჩეული დავით მიქელაძე   ჯაბა ჭანტურიამ ჩაანაცვლა. როგორც საკრებულოს სხდომაზე განმარტეს ირაკლი თავდგირიძემ  გადადგომის შესახებ  განცხადება ოჯახური პირობების გამო , დავით მიქელაძემ კი  სხვა შეთავაზების გამო  დაწერა,  თუმცა ორივე საკრებულოს წევრებად რჩება.
 

რაც შეეხება საფინანსო  და ეკონომიკური განვითარების კომისიას, რომლის თავმჯდომარე   ლევან დავითაძე  იყო, დღეიდან   გოჩა მგელაძე უხელმძღვანელებს, მის ნაცვლად კი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნერიმან ცინცაძე იქნება. ერთკვირიანი  შუალედით საკადრო ცვლილებები გააკრტიკეს  საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა ვაჟა დარჩიამ და  გია მასალკინმა , მათ კენჭისყრებში მონაწილეობა  არ მიიღეს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე