საქართველოს საფეხბურთო ნაკრები გიბრალტარში ჩავიდა 

25 სექტემბერი 2022, 10:19 457 ნახვა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის ბოლო შეხვედრას სტუმრად გიბრალტარის წინააღმდეგ გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი გიბრალტარში 22 ფეხბურთელის შემადგენლობით იმყოფება.

მაღალი ტემპერატურის გამო გიორგი ჩაკვეტაძე გიბრალტარში გუნდთან ერთად ვერ გაემგზავრა და ბოლო ტურის შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები გიბრალტარში პირველ ვარჯიშს გამართავს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე, მთავარი მწვრთნელის ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართება.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა C დივიზიონის მეოთხე ჯგუფი მეხუთე ტურში, ჩრდილოეთ მაკედონიის დამარცხების შემდეგ მოიგო და ამ დროისთვის 13 ქულა აქვს.

საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარი პირველ შეხვედრაში 3:0 დაამარცხა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში