კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო იზოლაციის ვალდებულება მოიხსნა

28 სექტემბერი 2022, 10:12 1309 ნახვა

კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები იზოლაციას აღარ ექვემდებარებიან. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი, რომელიც 27 სექტემბრით თარიღდება.

როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ პირებს ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია.

"COVID-19-ით დაავადებულთან კონტაქტში მყოფი პირები არ ექვემდებარებიან იზოლაციას, ამასთან, ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია მაღალი რისკის კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10 კალენდარული დღის განმავლობაში (მათ შორის, დაბალი რისკის გარემოში მოხვედრისას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საცხოვრისში, თავის არიდება ისეთი ადგილებისგან, სადაც ნიღბის გამოყენება შეუძლებელია, მაგ: საზკვების დაწესებულებებში და ა.შ“,- აღნიშნულია დადგენილებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში