იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა ეროვნული სივრცითი ინფრასტრუქტურის კვირეულის ფარგლებში გამართულ შემაჯამებელ ღონისძიებაზე ექსპერტების ანგარიში და შეფასებები მოისმინეს.
ღონისძიებაზე იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ეროვნული სივრცითი ინფრასტრუქტურის განვითარების კომპონენტებზე სამომავლო ხედვები დასახა.
საჯარო რეესტრის თანამშრომლები სამუშაო კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრებს მთელი კვირის განმავლობაში მართავდა.
შეხვედრების ფარგლებში სააგენტოს წარმომადგენლებმა ლუვენის უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად რეფორმის მნიშვნელოვანი კომპონენტის განვითარებაზე იმსჯელეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე