აზიის განვითარების ბანკი ბათუმი - სარფის გზის მშენებლობას დააფინანსებს

26 სექტემბერი 2025, 15:32 196 ნახვა

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დღეს დაამტკიცა 360 მილიონი აშშ დოლარის სესხი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურისა და რეგიონული სახმელეთო კავშირების გაუმჯობესებას. ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს.

პროექტი უზრუნველყოფს საქართველოს აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალის ბოლო მნიშვნელოვანი მონაკვეთის - საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი, ბათუმიდან სარფამდე მიმავალი ახალი, კლიმატგამძლე გზის მშენებლობას და გააუმჯობესებს ქვეყნის შესაძლებლობებს საგზაო ინფრასტრუქტურის მართვაში.

ბათუმის შემოვლითი გზა საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურაში ADB-ის მხარდაჭერით განხორციელებული კიდევ ერთი პროექტია. საქართველოს გზების მშენებლობაში, როგორიცაა აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალის ორი მონაკვეთი, ქობულეთისა და ბათუმის შემოვლითი გზები, მიმდინარე ჩრდილოეთ–სამხრეთის დერეფანი (ქვეშეთი-კობის მაგისტრალი) და მეორეხარისხოვანი გზები - ADB-ის ჯამური ინვესტიცია 1.1 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. მან ასევე მხარდაჭერა გაუწია საავტომობილო გზების დეპარტამენტს შესყიდვების, სოციალური და გარემოსდაცვითი სტანდარტების, კონტრაქტების მართვისა და პროექტების განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერებაში.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე