საპროტესტო აქცია ბათუმის მერიასთან

26 სექტემბერი 2025, 14:50 238 ნახვა

„ვითხოვთ თანასწორ უფლებებს“ -  ამ მოთხოვნით ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ნიზუმალში“ დასაქმებულები და კომპანიის წარმომადგენლები ამ წუთებში აქციას მართავენ.

ბათუმის მერიიდან აქციის მონაწილეებმა ქართული ოცნების ოფისთან გადაინაცვლეს, ისინი ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან ითხოვენ შეხვედრას და აცხადებენ, რომ ვიცე-მერთან  გამართული შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მერიის სამსახურები კომპანიას დაუსაბუთებლად აჯარიმებს და უქმნის ბარიერებს, არ ურიცხავს ნიჟარაძის ქუჩაზე აქამდე  შესრულებული სამუშაოების თანხას და შესაბამისად დასაქმებულები ვერ იღებენ ანაზღაურებას, ვეღარც პროექტს აგრძელებენ რადგან მერია ხელშეკრულების გაუქმებას აპირებს. 

კომპანიაში აცხადებენ, რომ სამუშაოები ხარისხიანად შეასრულეს, თუმცა ტერიტორია სადაც პროექტი ხორციელდება არის სპეციფიკური. 

უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე მერიის მხრიდან არათანაბარ მოპყრობასა და კლანურ გარიგებებზე საუბრობს, რის გამოც ბიზნესის ნაწილი იჩაგრება.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე