უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთში შესვლას დაუჭირეს მხარი

28 სექტემბერი 2022, 10:59 647 ნახვა

უკრაინის ოკუპირებულ დონეცკის ოლქში მოსკოვის მარიონეტულმა ხელისუფლებამ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ ეგრეთწოდებულ  რეფერენდუმში მონაწილეთა  99%-იანი მხარდაჭერის შესახებ განაცხადა. დონეცკი არის უკრაინის  ოკუპირებული ოთხი რეგიონიდან ერთ-ერთი, სადაც ფსევდო-რეფერენდუმის ხუთდღიანი კენჭისყრა ჩატარდა.

ოთხივე რეგიონში  პრორუსი სეპარატისტები აცხადებენ, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს მათი ოლქების რუსეთის ფედერაციაში გაერთიანებას. 

უკრაინის ოკუპირებული ოთხი რეგიონი - აღმოსავლეთით დონეცკი და ლუგანსკი, ხოლო  და სამხრეთით ზაპოროჟიე და ხერსონი  - უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 15%-ს შეადგენს.

უკრაინის ხელისუფლება  და მისი დასავლელი მოკავშირეები აცხადებდნენ, რომ ეს იყო  არალეგიტიმური, იძულებითი მოქმედება, რათა რუსეთს უკრაინის ამ ოთხი რეგიონის ანექსიისთვის სამართლებრივი მიზეზი ჰქონოდა.

კიევმა არაერთხელ გააფრთხილა კრემლი, რომ მისი ტერიტორიების ანექსიის მცდელობა საბოლოოდ გაანადგურებს სამშვიდობო მოლაპარაკებების ნებისმიერ შანსს. უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც  რუსეთს კენჭისყრის ორგანიზებაში დაეხმარნენ, სახელმწიფო ღალატის ბრალდებას წაუყენებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში