სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველებისთვის ცოფის საწინააღმდეგოდ უფასო ვაქცინაციას ატარებს

28 სექტემბერი 2022, 17:02 256 ნახვა

ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო შინაური და მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) უფასო ვაქცინაციას ატარებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე თქმით, აცრის ღონისძიებები 28-30 სექტემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება.

სააგენტოს ორგანიზებით, 28 სექტემბერს, თბილისში, მრგვალ ბაღში მოეწყო სპეციალური სივრცე, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო ცხოველის აცრა ცოფის საწინააღმდეგოდ და დაავადების პრევენციასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება. 1-ელ ოქტომბერს (შაბათს) უფასო ვაქცინაცია ჩატარდება თბილისის კიდევ ორ უბანში - ვარკეთილსა და დიდ დიღომში.

აღსანიშნავია, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ცოფის საწინააღმდეგოდ წელს უკვე ვაქცინირებულია 250 ათასამდე ძაღლი და კატა. ასევე, პროფილაქტიკური ვაქცინაცია უტარდებათ ცხოველებს დაავადების დაფიქსირების კერებშიც.

გაზრდილი ვაქცინაციისა და ცნობიერების ამაღლების შედეგად, ცხოველებში ცოფის გამოვლენის შემთხვევები ყოველწლიურად მცირდება. წელს, ცხოველებში მხოლოდ 19 შემთხვევა აღინიშნა და არცერთი ადამიანში.
ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე 2007 წლიდან, ყოველწლიურად, 28 სექტემბერს აღინიშნება და მას კოორდინაციას ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსი (GARC) უწევს. ცოფის დღის აღნიშვნის მიზანია ცნობიერების ამაღლება და ადამიანებში დაავადების სრულად აღმოფხვრა, რაც ერთიანი ძალებითა და კოორდინირებული მიდგომით არის შესაძლებელი. ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღის 2022 წლის გზავნილია - „ცოფისგან დაცული ცხოველი და ადამიანი - ნული საფრთხე სიცოცხლისთვის“.

2015 წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის (GARC) ერთობლივი ინიციატივით შემუშავდა სტრატეგია, რომლის მიზანიცაა „ნული ცოფი 2030 წლისთვის“, რაც ძაღლისგან ადამიანის ცოფით დაინფიცირების შემთხვევების სრულად აღმოიფხვრას გულისხმობს.

თუ სად არის შესაძლებელი აცრის ჩატარება, ამის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი