ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება ევროკავშირის პროკურატურასთან

29 სექტემბერი 2022, 11:16 412 ნახვა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა და ევროკავშირის პროკურატურის მთავარმა პროკურორმა ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას  ხელი მოაწერეს. 

მხარეებმა  სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის, ექსტრადიციისა და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივების დაბრუნების პროცესში მხარდაჭერის, ასევე  გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, სტრატეგიულ და ოპერატიულ დონეზე ორმხრივი შეხვედრების გამართვის მზაობა გამოხატეს.

ლაურა კოვეშის თქმით,  შეთანხმება ორივე მხარეს საშუალებას მისცემს ითანამშრომლონ პირდაპირ, ერთმანეთს გაუზიარონ ინფორმაცია, ჰყავდეთ საკონტაქტო პირები და ერთად იმუშაონ საერთო საქმეებზე.

შეთანხმებაზე ხელის  მოწერის ღონისძიება პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის 27-ე  წლიური კონფერენციის და გენერალური შეხვედრის  ფარგლებში გაიმართა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში