კორეის ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტოს ოფისის გახსნა ხელს შეუწყობს საქართველოში ახალი ინვესტიციების მოზიდვას - თამარ იოსელიანი

22 ნოემბერი 2025, 10:30 75 ნახვა

თამარ იოსელიანია და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა საქართველოში კორეის რესპუბლიკის ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტოს (KOTRA) ოფისის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც მინისტრის მოადგილემ მისასალმებელ სიტყვაში განაცხადა, KOTRA-ს ოფისის თბილისში გახსნით დაიწყო ახალი ეტაპი ქვეყნებს შორის მზარდ ორმხრივ პარტნიორობაში. მისი თქმით, ეს მოვლენა ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გამყარებას. „საქართველო გთავაზობთ სტაბილურ საინვესტიციო გარემოს, ძლიერ რეგიონულ კავშირებსა და მზარდ პოტენციალს ლოგისტიკის, სმარტ-ტექნოლოგიების, მწვანე ენერგიის, წარმოებისა და საზღვაო სერვისების მიმართულებით. დარწმუნებულები ვართ, რომ KOTRA ხელს შეუწყობს ახალი ინვესტიციების მოზიდვას და ერთობლივი საწარმოების შექმნას,“ – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, საქართველომ და კორეის რესპუბლიკამ წარმატებით დაასრულეს მოლაპარაკება ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებაზე, რომელიც შექმნის ახალ შესაძლებლობებს ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ფართო ეკონომიკური თანამშრომლობისთვის.

„ასევე მინდა ხაზი გავუსვა ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმებას, რომლის თაობაზე მუშაობა ქვეყნებს შორის წარმატებით მიმდინარეობს. ის უზრუნველყოფს მყარ სამართლებრივ საფუძველს და შექმნის დამატებით სტიმულებს საინვესტიციო ნაკადების შემდგომი ხელშეწყობისთვის,“ – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა ორმხრივი თანამშრომლობის რამდენიმე პრიორიტეტულ მიმართულებაზე, მათ შორის, „მწვანე პორტის“ ინიციატივაზე; თევზჭერის პორტის ტექნიკურ – ეკონომიკურ კვლევაზე; საზღვაო უსაფრთხოების, სანავიგაციო რუკების შედგენას და საერთაშორისო გადაზიდვების ეფექტიანობის გაუმჯობესებასა და სხვა პროექტებზე.

KOTRA-ს ოფისის გახსნას ასევე დაესწრნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე, KOTRA-ს პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი კანგ გიონ სონი და კორეის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰიონ დუ კიმი.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე