„ემეგობრე პოლიციას“ - შსს-ს კამპანია

30 სექტემბერი 2022, 11:06 611 ნახვა

„ემეგობრე პოლიციას“ - შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანია ბათუმში დღესაც გრძელდება. 

ორდღიანი საინფორმაციო-შემეცნებით ღონისძიებაზე მოზარდებს და  დაინტერესებულ პირებს  საშუალება აქვთ, გაეცნონ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის საქმიანობას, ასევე, შეუძლიათ დაათვალიერონ საპატრულო პოლიციის, „112“-ის, მომსახურების სააგენტოს, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, დაცვის პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცტექნიკა და აღჭურვილობა.

კამპანია კიდევ 5 ქალაქში ჩატარდება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში