საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის შეხვედრები აჭარაში

29 ოქტომბერი 2025, 11:54 190 ნახვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ბათუმში იმყოფება. დავით სონღულაშვილმა გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისი დაათვალიერა და თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ოფისში განთავსებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეული, მათ შორის მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტი, ასევე გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის ბათუმის ლაბორატორია და აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია.

ლაბორატორიები აღჭურვილია ულტრათანამედროვე ხელსაწყო-დანადგარებით და კვლევითი სფეროს სპეციფიკისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით.

მინისტრი აჭარაში რამდენიმე ობიექტს მოინახულებს და ციტრუსის საკოორდინაციო შტაბს გახსნის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე