საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2025 წლის სექტემბრის ბოლოსათვის 67.52 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 760.04 მილიონი ლარით, ანუ 1.14%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.
სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 13.32% შეადგინა.
ცენტრალური ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 561.08 მლნ ლარით, ანუ 1.46%-ით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 198.96 მლნ ლარით, ანუ 0.70%-ით გაიზარდა.
ამასთან, ცენტრალური ბანკის ცნობით, სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 1.18 მილიარდი ლარით, ანუ 4.00%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები – 1.40 მილიარდი ლარით, ანუ 4.17%-ით.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2025 წლის სექტემბრის ბოლოსათვის 50.76 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.48 პროცენტული პუნქტით.