შუალედური არჩევნები სენაკში

01 ოქტომბერი 2022, 17:35 759 ნახვა

700-ზე მეტი ამომრჩეველი მივიდა ამ დროისთვის სენაკში ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედურ არჩევნებზე. რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 31%-ია. სენაკის საკრებულოში  ერთი მანდატისთვის იბრძვიან "ქართული ოცნებიდან" ზაზა ყურაშვილი  და სოციალური სამართლიანობისთვის“ წევრი მამუკა ტუსკაძე.

ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია და შუალედურ არჩევნებში არ მონაწილეობს. კანდიდატებმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს. მმართველი გუნდის კანდიდატმა განაცხადა, რომ ოპოზიცია დამარცხებისთვის იყო განწირული და კანდიდატი ამიტომ არ დაასახელა."სოციალური სამართლიანობისთვის“ წევრი დარწმუნებულია რომ თეკლათი-ჭალადიდის მოსახლეობა მას მხარს დაუჭერს. 

მამუკა ტუსკაძის განცხადებით არჩევნები კონკურენტულ გარემოში მიმდინარეობს. სენაკის არჩევნები საქართველოში პირველად სრულად ელექტრონულად მიმდინარეობს. რაც იმას ნიშნავს, რომ ბიულეტენების ელექტრონულ აპარატში მოთავსების გარდა ელექტრონულ სიაში მოწმდება ამომრჩეველიც. ათეულობით მოქალაქემ პირადობის მოწმობის ვადის გასვლის გამო კენჭისყრაში მონაწილეობა ვერ მიიღო.

მოქმედების ვადის ამოწურვა აპარატმა ხმოვანი სიგნალით დააფიქსირა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში