,,საქართველო ღვინის სამშობლო“ ამ სახელწოდებით გააცნობს ქართულ კულტურას და ტრადიციებს საქართველოს დელეგაცია იუნესკო-ს გენერალურ კონფერენციის მონაწილეებს. სწორედ ამ სახელწოდებით გაიხსნა ქართული კუთხე საგამოფენო სივრცეში ,სადაც წარმოდგენილია კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები, რომლებიც შეტანილია იუნესკოს ნუსხაში.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            