სარაკეტო თავდასხმები უკრაინის ქალაქებზე

10 ოქტომბერი 2022, 14:31 382 ნახვა

ანექსირებული ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი ხიდის აფეთქების შემდეგ, რუსმა ოკუპანტებმა საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ, დღეს დილით, სარაკეტო დარტყმა განახორციელეს კიევზეც. არიან დაღუპულები და დაჭრილები.

კიევის გარდა უკრაინის სხვა ქალაქებში დილიდან აფეთქებების ხმა ისმის.

აფეთქებების შესახებ იუწყებიან ლვოვიდან, დნეპროპეტროვსკიდან, ნიკოლაევიდან, ჟიტომირიდან, ხმელნიცკიდან, კრივოი-როგიდან, ზაპოროჟიედან და სლავიანსკიდან. მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრმა ალექსანდრე ტკაჩენკომ  ტელეგრამის თავის არხზე  ფილარმონიის  შენობის, ასევე ხანენკოსა და შევჩენკოს სახელობის მუზეუმების დაზიანების შესახებ დაწერა. 

კიევში სარაკეტო თავდასხმების  გამო მეტრო გაჩერდა. ყველა სადგურს თავშესაფრად იყენებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში