ნატოს მინისტერიალი

12 ოქტომბერი 2022, 19:49 545 ნახვა

ომი პუტინმა დაიწყო და მანვე უნდა დაამთავროს საკუთარი ძალების უკან გაწვევით.- ეს განცხადება დღეს NATO-ს თავდაცვის მინისტერიალზე გაკეთდა, რომელსაც საქარველოს თავდაცვის მინისტრიც ესწრება.  ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები "რამშტაინის" ფორმატში, უკრაინისადმი სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერების საკითხზე მსჯელობენ. შეხვედრაზე ითქვა, რომ ალიანსი უკრაინის გვერდით დადგება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. გადაწყვეტილია, რომ უკრაინას უფრო მეტ საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემენ, რადგან რუსეთი მას სწორედ ჰაერიდან უტევს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში