უკრაინის ბევრ ოლქში ენერგომომარაგება აღდგენილია - ზელენსკი

13 ოქტომბერი 2022, 11:09 444 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით,  ქვეყნის მრავალ ოლქში უკვე აღდგენილია ენერგომომარაგება, თუმცა არასრულად.საღამოს ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ ქვეყანაში  შექმნილი ენერგოკრიზისის მიზეზად რუსეთის ბოლოდროინდელი სარაკეტო თავდასხმები დაასახელა.

პრეზიდენტის თქმით,  კრიტიკული  ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები  ქვეყნის  კიდევ ოთხ რეგიონში მიმდინარეობს, რომელიც მალე დასრულდება.  

უკრაინის რიგ რაიონში დაწესებულია ელექტროენერგიის მოხმარებაზე შეზღუდვა, რაც  აუცილებელია ენერგოსისტემის ნორმალური მუშაობის შესანარჩუნებლად. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში