ევროსაბჭომ რუსეთის ფედერაცია ტერორისტულ რეჟიმად დაასახელა

13 ოქტომბერი 2022, 20:15 579 ნახვა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი სახელმწიფო ტერორისტულ რეჟიმად არის გამოცხადებული. მედიის ცნობით, შესაბამის დოკუმენტს 99 დეპუტატმა მისცა ხმა, ერთმა თავი შეიკავა. რეზოლუციის სახელწოდებაა „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მორიგი ესკალაცია“.დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის აგრესია უნდა დაიგმოს, როგორც დანაშაული, საერთშორისო სამართლის დარღვევა და მთავარი საფრთხე საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის.ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს თავისი საოკუპაციო ძალები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში