შადრევანში დაშავებული კიდევ ერთი ბავშვის მდგომარეობა

15 ოქტომბერი 2022, 20:05 620 ნახვა

კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალში" მოთავსებული 13 წლის ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

ვაკის პარკში დენის დარტყმით დაშავებული ბიჭის მდგომარეობის შესახებ მკურნალმა ექიმმა ისაუბრა. მისი თქმით, პაციენტს მონიტორინგი სჭირდება, თუმცა აქტიურია, კონტაქტურია და შეკითხვებსაც პასუხობს.

დაშავებულთაგან ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა კი მალევე გაუმჯობესდა და ის გუშინ გაწერეს კლინიკიდან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში