რუსეთი აგრძელებს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას - ზელენსკი

20 ოქტომბერი 2022, 10:48 436 ნახვა

რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის  სამი ობიექტი გაანადგურა - ამის შესახებ  პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვისას განაცხადა. ოთხშაბათს რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო   იერიში მიიტანეს  დასავლეთ უკრაინის ქალაქ ბურშტინში მდებარე  მთავარ თბოელექტროსადგურზე. 

თავდასხმის ფაქტს ადასტურებს  რეგიონის გუბერნატორი. ზელენსკიმ, რომელიც აცხადებს, რომ უკრაინის  ელექტროსადგურების მესამედია განადგურებული, ელექტრო სადგურების უსაფრთხოების საკითხი  მთავრობის სხდომაზე განიხილა.

დღეიდან  უკრაინის მთელ ტერიტორიაზე  დილის 7 საათიდან საღამოს 11 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება, ქალაქებში ქუჩების განათებაც ჩაქრება. ზელენსკიმ უკრაინელი ხალხისთვის მინიჭებული სახაროვის პრემიასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროპაში ისინი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისთვის დააჯილდოვეს.  

საბჭოთა დისიდენტის ანდრეი სახაროვის სახელობის პრემია 1988 წლიდან ყოველწლიურად ენიჭებათ ადამიანებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც  ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს იცავენ.

 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში