პასუხისგებაში მისცეს პირი, რომელმაც თანხის სანაცვლოდ მოქალაქეს მედდის ტრენინგ კურსის გავლის დამადასტურებელი ყალბი სერტიფიკატი დაუმზადა

21 ოქტომბერი 2022, 11:18 2886 ნახვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება - გასაღების ფაქტზე, სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა, რომელიც იყო ერთ-ერთი კერძო საგანმანათლებლო ორგანიზაციის დირექტორი, პირადი უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შესაბამისი სასწავლო კურსის გავლის გარეშე, მოქალაქეს დაუმზადა და 3 000 ლარის სანაცვლოდ გაასაღა მედდის სამწლიანი ტრეინინგ კურსის თითქოსდა დამთავრების დამადასტურებელი ყალბი სერტიფიკატი.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 221 ე მუხლის მე 3 და 362 -ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 4 დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში