„გმირის დღე“

20 ნოემბერი 2025, 18:19 167 ნახვა

,,გმირის დღე’’- ამ სახელწოდებით ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში ღონისძიება გაიმართა.     

მოსწავლეებსა და სტუდენტებს ,ასევე მიწვეულ სტუმრებს ბათუმის პირველი ქალაქის თავის, ლუკა ასათიანთან დაკავშირებული ისტორიები გააცნეს. 

ლუკა ასათიანმა მისი  მოღვაწეობის პერიოდში ბათუმი ევროპული ტიპის ქალაქად გადააქცია. 

პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის მიერ ინიცირებული პროექტის- ,,გმირის დღე’’- ფარგლებში, ისაუბრეს ლუკა ასათიანის თანამოაზრის გრიგოლ ვოლსკისა და ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის დავით კლდიაშვილის შესახებაც. 

გამოიფინა მუზეუმის საცავებში დაცული პირადი ნივთებიც. პარლამენტის  დროებითი კომისიის ინიციატივა აერთიანებს როგორც საგანმანათლებლო, ასევე კულტურულ კომპონენტებს და ემსახურება ქართველი გმირების შესახებ ცოდნის გავრცელებას, ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებასა და ეროვნული თვითშეგნების გაძლიერებას.

ღონისძიების გამართვის თანაორგანიზატორი ბათუმის საკრებულოა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე