თევზის საწარმოების კონტროლის შედეგები

20 ნოემბერი 2025, 18:11 175 ნახვა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  200-მდე თევზის საწარმო  შეამოწმა და რამდენიმე მათგანში კრიტიკული შეუსაბამობა გამოავლინა. მათ შორის, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა და ასევე  გაურკვეველი წარმომავლობის საღებავის გამოყენების ფაქტები.

სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით შემოწმდა თევზის შესაბოლი საწარმოები, თევზისა და ხიზილალის საწარმოები, სატბორე მეურნეობები და თევზის სარეალიზაციო ობიექტები.   

კრიტიკული შეუსაბამობა დაფიქსირდა თბილისში, თევზის შესაბოლ ორ საწარმოში, კერძოდ, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია-დეზინსექცია-დერატიზაცია; თევზის შესაბოლი კამერის დაზიანებული ჭერი, ასევე, მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა, რის გამოც, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.

მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი, სხვა ჩამონათვალთან ერთად, ითვალისწინებს სურსათის ეტიკეტზე საკვები საღებავისა და სხვა დანამატების დასახელების დატანას.

ბიზნესოპერატორი ასევე ვალდებულია, წარმოადგინოს შესაბამისი სერტიფიკატი. საკვები საღებავის გამოყენება კანონმდებლობით ნებადართულია და რეგულირდება საკვებდანამატების შესახებ ტექნიკური რეგლამენტით. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე