ე.წ იაფი სახლის პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღების მესამე ეტაპი 

21 ოქტომბერი 2022, 11:25 10094 ნახვა

ხელმისაწვდომი საცხოვრისის, ე.წ იაფი სახლის პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღების მესამე ეტაპი დაიწყო და 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

პროგრამა გულისხმობს იზოლირებული, კეთილმოწყობილი ბინების გადაცემას დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შერჩეული ოჯახებისთვის. 

15 წლის განმავლობაში, ბინის თვითღირებულების ქირის სახით დაფარვისა და ბინის საბოლოო გამოსყიდვის უფლებით.

მსურველებმა  შესაბამისი დოკუმენტაცია ფაქტობრივი მისამართის მიხედვით, მერიის სერვისცენტრებში უნდა წარადგინონ.

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია მერიის სერვისცენტრებში ან მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში