ნიუ-იორკის სასამართლომ ოსკაროსანი მსახიობი უდანაშაულოდ ცნო

21 ოქტომბერი 2022, 10:49 466 ნახვა

ნიუ-იორკის სასამართლომ ოსკაროსანი მსახიობი კევინ სპეისი, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს მსახიობი ენტონი რეპი, უდანაშაულოდ  ცნო და მის წინააღმდეგ აღძრული საქმე დახურა.  მოდავე მხარემ   ვერ წარადგინა დამაჯერებელი მტკიცებულებები - ნათქვამია სასამართლოს მიერ მიღებულ დოკუმენტში. 

ენტონი რეპმა კევინ სპეისის მხრიდან სექსუალური შევიწროების შესახებ  პირველად 2017 წელს განაცხადა. 

ენტონი რეპი კევინ სპეისისგან მოითხოვდა 40 მილიონი დოლარის კომპენსაციას. სპეისი ბრალდებას უარყოფდა. სექსუალურ ზეწოლაში  ბრალდებამ სპეისის სამსახიობო  კარიერა  დაანგრია.

ნეტფლიქსმა ის ახალი  სერიალიდან მოხსნა, ხოლო მეორე კინოპროექტში ის  სხვა მსახიობით ჩაანაცვლეს.  კევინ სპეისი  ორგზის ოსკაროსანი მსახიობია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში