ევროკავშირის სამიტი

21 ოქტომბერი 2022, 17:58 651 ნახვა

ჩინეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირება, კიევის სამხედრო დახმარება და ირანის დასჯა უკრაინა-რუსეთის ომში მონაწილეობის გამო- ამ საკითხებზე ბრიუსელში სამიტის მეორე დღეს  ევროკავშირის ლიდერები მსჯელობენ. ფორუმის პირველ დღეს ევროკავშირის 27-მა ლიდერმა მწვავე ენერგეტიკულ კრიზისზე, რომელმაც თებერვალში რუსეთის უკრაინაში სამხედრო შეჭრის შემდეგ ბლოკი  მოიცვა,  ერთობლივი პოზიცია შეათანხმა.  ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი  ინიციატივით გამოდის  უკრაინის დასახმარებლად  გამოიყენოს  300 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების დაყადაღებული რუსული საგარეო აქტივები. ესტონეთის პრემიერის  თქმით, ევროკავშირმა ასევე უნდა განიხილოს ტრიბუნალის შექმნის საკითხი უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად და სამხედრო დამნაშავეთა დასასჯელად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში