აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა იოკოსუკაში, აშშ-ის საზღვაო ბაზაზე სამხედრო პერსონალს სიტყვით მიმართა, სადაც ხაზი გაუსვა ალიანსების მნიშვნელობას და რეგიონული დაძაბულობის ზრდის ფონზე ძალის დემონსტრირებას. „დროა, დავიცვათ ჩვენი სამშობლო. და ჩვენ ამას გავაკეთებთ.
ასე რომ, ამერიკა უპირველეს ყოვლისა. მშვიდობა ძალის მეშვეობით, მაგრამ ასევე საღი აზრით“, - განაცხადა ჰეგსეთმა თავის გამოსვლაში. ოფიციალური ინფორმაციით, ჰეგსეთი ტოკიოში დღეს ჩავიდა. იგი იაპონიის თავდაცვის მინისტრ შინჯირო კოიზუმისთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს. დღის წესრიგში ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებია.