ბორის ჯონსონი პრემიერობისთვის აღარ იბრძოლებს

24 ოქტომბერი 2022, 14:07 331 ნახვა

ბორის ჯონსონმა გადაწყვიტა, რომ ბრიტანეთის პრემიერობისთვის არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს, - ამის შესახებ სქაი-ნიუსი იუწყება. იმისათვის, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადგილისთვის რბოლა გაგრძელდეს,  აუცილებელია, რომ კანდიდატმა კონსერვატიული პარტიის დეპუტატების 100 ხმის მიღება მაინც შეძლოს.

რბოლის ფავორიტი რჩება ფინანსთა ყოფილი მინისტრი რიში სუნაკი, რომელსაც 144 მხარდამჭერი უკვე ჰყავს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა  საარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობის გამო თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა. 

ახლა კონსერვატიულმა პარტიამ ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიოს, რომელიც ქვეყნის მომავალი პრემიერ-მინისტრი გახდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში