მომავალ წელს კულტურის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით დაფინანსება გაორმაგდება, მნიშვნელოვნად გაიზრდება სპორტის დაფინანსება - თორნიკე რიჟვაძე

24 ოქტომბერი 2022, 16:53 889 ნახვა

აჭარაში კულტურის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით ბიუჯეტი იზრდება 40%-ით და შეადგენს 25 500 000 ლარს. შესაბამისად, გაძლიერდება ხელოვანების მხარდამჭერი პროგრამები, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება ფესტივალებისა და სხვა კულტურული ღონისძიებების ორგანიზებაში. გაორმაგდება კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობის დაფინანსება.

"იზრდება კულტურის სფეროს და კულტურის შესაბამისი მუშაკების და პროგრამების დაფინანსება. მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება კულტურული ღონისძიებების ორგანიზების კუთხით. მნიშვნელოვანია, რომ კულტურული მემკვიდრეობის მოვლის, შენახვის და რეაბილიტაციის მიზნით გაორმაგდება ბიუჯეტი და შესაბამისი პროგრამები განხორციელდება“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. 2023 წელს აჭარაში სპორტის დაფინანსება მილიონი ლარით იზრდება. ასევე, იზრდება მასობრივი სპორტის დაფინანსება. იზრდება ფედერაციების დაფინანსებაც. „იზრდება დაფინანსება სპორტის მიმართულებით. თითოეულ ფედერაციაზე დაფინანსება გაიზარდა 10 ათას ლარზე მეტით. ასევე გაიზრდება შესაბამისი მხარდაჭერა პრიზიორების, როგორც მსოფლიოს, ასევე ევროპის ჩემპიონატების და მათ ერთჯერად პრიზებთან ერთად დაენიშნებათ ყოველთვიური სტიპენდია“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში