კიდევ ერთი ევროპის ჩემპიონი ძალოსნობაში 

25 ოქტომბერი 2022, 10:13 433 ნახვა

ალბანეთში მიმდინარე 23-წლამდელთა ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 109 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების წევრმა ზაზა ლომთაძემ ატაცში სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

აკვრაში კი ახალგაზრდა ქართველმა ძალოსანმა ოქროს მედალი მოიპოვა, ასევე ოქროს მედალს დაეუფლა ორჭიდში მოგროვებული 369 კილოგრამით და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

20-წლამდელთა ევროპირველობაზე ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა გიორგი კირვალიძემ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში