საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი საფრანგეთში

08 ნოემბერი 2022, 17:33 541 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ტინი კოქსს შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას ასამბლეის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა და საუბარი შეეხო რეიკიავიკში, 2023 წლის მაისში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მთავრობებისა და სახელმწიფო მეთაურების სამიტის ჩატარების მნიშვნელობას. საქართველოს პრეზიდენტი მიესალმა რეიკიავიკის ფორუმს, ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის კონტექსტში და იმედი გამოთქვა, რომ ამ ფორუმზე აღნიშნული საკითხი აქტიურად იქნება განხილული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში