ოკუპანტების გასვლა ხერსონიდან

10 ნოემბერი 2022, 19:19 504 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, რუსეთმა 10-ჯერ მეტი დანაკარგი განიცადა, ვიდრე უკრაინამ და მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი ციფრების დასახელება არ შეუძლია, ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა ორი ქვეყნის მიერ განცდილ დანაკარგებს შორის. მისივე თქმით, უკრაინა ადამიანებს „საზარბაზნე ხორცად“ არ იყენებს, რაც კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ მას არ განუცდია იმდენი მსხვერპლი, რამდენიც რუსეთს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა   ხერსონიდან მსურველთა არ არსებობის გამო მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია შეწყვიტეს. ქალაქში საოკუპაციო ხელისუფლებამ ხელფასების და სოციალური დახმარებების  გაცემაც შეწყვიტა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში