ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 109-ე შეხვედრა იმართება

10 ნოემბერი 2022, 20:14 483 ნახვა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 109-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის წინა შეხვედრიდან დღემდე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ განხორციელებული უკანონო ქმედებები და ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან განსაკუთრებული სიმკაცრით გაჟღერდა უკანონოდ დაკავებული პირების უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლების საკითხი. შეხვედრაზე განხილვის მთავარ საგანს ასევე წარმოადგენდა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვისა და უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის საკითხები. შედგა ვრცელი დისკუსია ე.წ. გამშვებ პუნქტებზე გადაადგილების არსებული პრაქტიკის მასშტაბების გაზრდასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მომდევნო შეხვედრა 2023 წლის 17 იანვარს ჩაინიშნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში