დემოკრატებმა სენატზე კონტროლი დაიბრუნეს

13 ნოემბერი 2022, 13:32 467 ნახვა

შეერთებულ შტატებში ამომრჩეველთა ხმებს კვლავ ითვლიან. ამ დროის მონაცემებით, სენატში დემოკრატებს 50, რესპუბლიკელებს კი 49 ადგილი აქვთ დაკავებული.

წარმომადგენელთა პალატაში ჯერ-ჯერობით რესპუბლიკელები ლიდერობენ 211 ადგილით დემოკრატების 204 ადგილის წინააღმდეგ. ხმათა უმრავლესობის მოსაპოვებლად, მხარეებს 218 ადგილი სჭირდებათ.

"ჩვენ ახლა ჯორჯიაზე ვართ ორიენტირებული. ჩვენ კმაყოფილები ვართ იმით, სადაც ვართ. ვფიქრობ, რომ ეს ასახავს ჩვენი კანდიდატების ღირსებას.- განაცხადა ბაიდენმა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში