ბათუმის ბოტანიკურ ბაღში არსებულ იაპონურ კუთხეს იაპონელები განაახლებენ

13 ნოემბერი 2022, 17:43 1361 ნახვა

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში არსებულ იაპონურ კუთხეს თავად იაპონელები განაახლებენ. ბაღს ლანდშაფტების სპეციალისტი ტაკოჰირო ნამადა აღადგენს.

იაპონელმა სპეციალისტმა დღეს ბოტანიკური ბაღის თანამშრომლებს ბაღის მოწყობის სპეციფიკა და იაპონური ჩაის მომზადების ტექნოლოგია გააცნო. იაპონური ბაღის გაშენება მწვანე კონცხზე 1912  წელს დაიწყო.

ბაღი ტოშიბას ფონდის დაფინანსებით განახლდება.

 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში