მაჭახელას ეროვნულ პარკში პროექტის „ნორჩი რეინჯერი“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრაზე პროგრამის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა განვლილი ეტაპები და მიღწეულიშედეგები შეაჯამეს.
პროექტი „ნორჩი რეინჯერი“ დაცული ტერიტორიების მიმდებარე რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობით ხორციელდება.
ეს არის შემეცნებით-ეკოსაგანმანათლებლო პროგრამა, რომლის მიზანია ახალგაზრდა თაობაში გარემოსადმი პასუხისმგებლობის გრძნობის და ეკოლოგიური ცნობიერების გაღრმავება.