ქედელობა 2025

22 ნოემბერი 2025, 11:11 60 ნახვა

"შემოდგომა ქედაში" ასე ქვია სახალხო დღესასწაულს რომელიც დღეს ქედაში გაიმართება.  ფრიდონ ხალვაშის სახელობის პარკში, სამზადისი მიმდინარეობს.

ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება შემოდგომის თემატური დეკორაციები, ბავშვთა გასართობი სივრცეები, სამუზეუმო ექსპონატებისა და ეთნოგრაფიული ნიმუშების გამოფენა,  ადგილობრივი და  მოწვეული მეწარმეების, მეღვინეების გამოფენა-გაყიდვა.

ჩატარდება კულინარიული მასტერკლასები და სპორტული აქტივობები. მოწყობილი იქნება სადეგუსტაციო სივრცეები და გაიმართება საპატიო ქედელების დაჯილდოების ცერემონია.

პარალელურად ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება. საღამოს ,,ღამის შოუს” ბენდის კონცერტი დაასრულებს. ღონისისება 1 საათზე დაიწყება.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე