საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის სამძიმარი

14 ნოემბერი 2022, 12:01 430 ნახვა

სტამბოლის აფეთქების გამო მწუხარებას გამოხატავენ საქართველოში. სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს, პრეზიდენტ ერდოღანსა და თურქეთის მოსახლეობას საქართველოს პრეზიდენტი - სამძიმრის წერილს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით თანაგრძნობას გამოხატავს თურქი ერის, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და დაღუპულთა ოჯახების  წინაშე საქართველოს პრემიერიც. 

ირაკლი ღარიბაშვილი სამძიმრის წერილს „ტვიტერში“ ავრცელებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში