შეაჩერეთ რუსეთის გამანადგურებელი ომი - ზელენსკი

15 ნოემბერი 2022, 17:53 413 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დიდი ოცეულის“ სამიტის მონაწილეებს  მოუწოდა  შეაჩერონ რუსეთის გამანადგურებელი ომი. ბალიზე მიმდინარე სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, ზელენსკიმ განაცხადა, რომ „მინსკის შეთანხმება-3“ არ იქნება.ჩვენ სიტყვის ადამიანები ვართ. უკრაინა ყოველთვის იყო სამშვიდობო ძალისხმევების ლიდერი და მსოფლიომ ეს ნახა. რუსეთი თუ ამბობს, რომ სურს ამ ომის დასრულება, დაამტკიცოს ეს ქმედებებით-განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ არავის აქვს უფლება მსოფლიო ბირთვული კატასტროფით აშანტაჟოს. მისი თქმით, რუსეთმა ზაპოროჟიეს სადგური აქცია „რადიოაქტიურ ბომბად, რომელიც შეიძლება, ნებისმიერ მომენტში აფეთქდეს“. ზელენსკი ასევე გამოვიდა ინიციატივით, რუსეთთან ტყვეების გაცვლა მოხდეს ფორმულით „ყველა ყველაზე“. უკრაინის პრეზიდენტმა „დიდი ოცეულის“ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას მშვიდობის დამყარების 10-პუნქტიანი ფორმულა წარადგინა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში