„ქალები საქართველოს სამსახურში“ - ბროშურის პრეზენტაცია

18 ნოემბერი 2022, 12:34 481 ნახვა

ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას თავდაცვის ძალებში ქალების ჩართულობის გაზრდა, მათი მხარდაჭერა და კარიერული წინსვლა წარმოადგენს.   ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობითა და პარტნიორობით გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ბროშურა „ქალები საქართველოს სამსახურში“ მოამზადა.  ბროშურაში საქართველოს თავდაცვის ძალების 13 სამხედრო მოსამსახურე ქალის ბიოგრაფიული ისტორიები, მათი გამბედაობის, სიმამაცის, ბრძოლისა და თავდადების ამბებია მოთხრობილი და გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქალებს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი