საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრები მადრიდში

20 ნოემბერი 2022, 17:14 448 ნახვა

მადრიდში ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციაც არის წარმოდგენილი. დელეგაციის წევრები ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწეს ხავიერ კოლომინას შეხვდნენ.

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას განცხადებით, შეხვედრაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესზე ისაუბრეს. 

რუმინეთის, თურქეთისა და ესტონეთის და საფრანგეთის დელეგაციებმა  საქართველოს, ნატო-ში გაწევრიანებას, მხარდაჭერა გამოუცხადეს. როგორც დელეგაციის წევრებმა განაცხადეს, მათაც გრძელი და რთული გზა გაიარეს ნატო-ში გაწევრიანებამდე, მაგრამ მათივე განმარტებით, ალიანსის წევრობა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში