სასამართლომ, 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულ 7 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ერთის შემთხვევაში კი საპატიმრო გირაო გამოიყენა, საუბარია ია დარახველიძეზე რომლის შემთხვევაშიც, პროკურატურამ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაითვალისწინა.
გამოძიების ფარგლებში ამ დროის დაკავებულთა რიცხვი 46-ს შეადგენს. მათ ჯგუფურად ჩადენილ, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე