ბათუმის პორტში სამართალდამცველები არიან მობილიზებული - მუშაობა დროებით შეჩერებულია

21 ნოემბერი 2022, 16:15 2463 ნახვა

ბათუმის პორტში სამართალდამცველები არიან მობილიზებული, ადგილზე სავარაუდოდ გამნაღმველებიც მუშაობენ. არსებული ინფორმაციით, ისინი ერთ-ერთ გემზე ნაღმს ეძებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, პორტის ადმინისტრაციაში უცნობმა პირმა დარეკა და განაცხადა, რომ გემი, რომელიც ნავსადგურიდან გასვლას აპირებს, დანაღმულია.

ამ დროისთვის პორტში მუშაობა შეჩერებულია. აჭარის მაუწყებელი თემაზე მუშაობს და დამატებით ინფორმაციას მოვლენების განვითარების პარალელურად მოგაწვდით. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში