პოლიციამ მცხეთა-მთიანეთში 2019 წელს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა

21 ნოემბერი 2025, 09:22 113 ნახვა

მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, გამოკვეთილი ახალი გარემოებების საფუძველზე, 2019 წლის 23 ივნისს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ერედაში მცხოვრები, წარსულში ნასამართლევი გ.ფ. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბლაგვი საგნის გამოყენებით განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდა 1932 წელს დაბადებულ მ.კ.-ს.

სხეულზე მიღებული მრავლობითი დაზიანების შედეგად მ.კ. სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

დანაშაულის ჩამდენი პირი გ.ფ. სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების “ბ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე